

ლა ფამილია არის ერთადერთი ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხორბლის
საუკეთესო ჯიშებისაგან მიღებულ სხვადასხვა სახეობის ფქვილს: პურსაცხობი (პირველი ხარისხი),
უმაღლესი ხარისხი, ექსტრა, ცეხვილი, მანანის ბურღული, პიცის ფქვილი და ხინკლის ფქვილი.
ცხობის მაღალხარისხიანი შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია ფქვილის სახეობების სწორად შერჩევა.
ექსტრა
ექსტრა წმინდად დაფქვის ტექნოლოგია განაპირობებს ამ სახეობის ფქვილის განსაკუთრებულ
ჰაეროვნებას, სიფაფუკესა და ქათქათა ფერს. განსაკუთრებულია საკონდიტრო ნაწარმის ცხობისთვის,
გამოიყენება ტორტის ბისკვიტებისა და ჰაეროვანი კექსებისათვის. რეკომენდირებულია პელმენისა და
სხვადასხვა მოხარშული ცომისათვის. ასევე გამოიყენება სოუსების შესასქელებლად და კრემების
მოსამზადებლად.
ლა ფამილია წარმოადგეს ქართულ ბრენდს, რომელსაც აწარმოებს კომპანია "ჯეომილი“. ჯეომილი 2014
წლიდან ოპერირებს და აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური შვეიცარიული წარმოების Buhler-ის
დანადგარებით.
პროდუქციის კონტროლი და ხარისხის მონიტორგი ხორციელდება ადგილზე საწარმოს ლაბორატორიაში,
მოწინავე ევროპული აპარატურით.
ჯეომილი დაარსების დღიდან ზრუნავს პროდუქციის მაღალ სტანდარტებსა და სტაბილურ ხარისხზე:



