Depositphotos_167876158_DS.jpg

აიღეთ 1 კგ ლა ფამილიას ხინკლის ფქვილი, დაუმატეთ  მარილი ( გემოვნებით) დაასხით ცივი წყალი, რამდენსაც შეიზელს და  მოზილეთ რაც შეიძლება მაგარი ცომი. ცომს რაც უფრო დიდხანს მოზელთ, მით უფრო  ელასტიური გამოვა.  სასურველია ცომი დაასვენოთ დაახლოებით ერთი საათი და ამასობაში მოამზადოთ ხინკლის გულსართიც. ყველაფერი მზად,რომ გექნებათ,ცომი გადმოიღეთ დაფაზე, კარგად გააბრტყელეთ და ამოჭერით მრგვალი ფორმის ნაჭრები, რომლებიც  საბოლოოდ  1-2 მმ სისქის უნდა იყოს.  თითოეულ ფირფიტაზე დადეთ ხორცის  გულსართი და ცომის ნაპირები ისე ამოკეცეთ, რომ გაჩნდეს “ნაოჭები '', თითოეული ამოკეცილი ნაწილი შეაერთეთ, ხოლო თავში მოქცეული ზედმეტი ცომი მოჭერით. მოსახარშად გამზადებული ხინკალი  ფრთხილად ჩაუშვით მდუღარე მარილიან წყალში. ხარშვის დროს ხის კოვზით ქვაბს რამდენჯერმე ამოურიეთ, რომ  ხინკლები ერთმანეთს არ მიეკრას. დაახლოებით 10-12 წუთში ხინკალი მზად იქნება,( წლის ზედაპირზე ამოტივტივდება და გაიბერება) მოასხით ცოტა ცივი წყალი და ფრთხილად ამოიღეთ, სურვილისამებრ მოაყარეთ შავი პილპილი და მიირთვით ცხელი.

Take 1kg  La Familia flour for khinkali (dumplings), add some salt (according to your taste),  pour cold water in, as much as it takes and knead  as hard dough as possible. The longer you knead the dough, the more elastic it becomes.  It is advisable to let the dough rest for about an hour and meanwhile you can prepare the filling of khinkali. When everything will be ready put the dough on the board, roll it well and cut out small round pieces, which finally should be up to 1-2 mm thick. Put some filling on each piece of dough and hold the edges of the piece of dough and fold small pieces and pinch each of them  for sealing  in order to make “wrinkles”  and then cut off the remaining extra dough at the top.  Put  ready khinkali into the boiling salty water.  While boiling stir the water gently with a wooden spoon in order to prevent dumplings from sticking to each other.  In about 10-12 minutes khinkali will be ready (they will become fluffy and float on the top of water) sprinkle it with cold water and gently  take them out, sprinkle black pepper over them according to your wish and enjoy eat.