Y2Mate.is - ვაშლის ნამცხვარი მანანის ბურღულით  LETSCOOK GE-rcxplJ-es5E-1080p-1649174671042

ვაშლის ნამცხვარი მანანის ბურღულით

ინგრედიენტები

  • 300 გ. ფქვილი

  • 300 გ. მანანის ბურღული

  • 250 გ. შაქარი

  • 2 გ. ვანილი

  • 1 ლიმონის ცედრა

  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი

  • 1/2 ჩ.კ. დარიჩინი

  • 1/5 ჩ.კ. ჯავზი (მუსკატის კაკალი)

  • 10 გ. გამაცხვიერებელი

  • 1 კვერცხი

  • 1,4 კგ. ვაშლი

  • 100 გ. გამდნარი კარაქი

  • 300 მლ. თბილი რძე

მომზადების ინსტრუქცია

  • ვაშლი გათალეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. მოაყარეთ ვანილი, დარიჩინი, ჯავზი, ლიმონის ცედრა, მოასხით ლიმონის წვენი და კარგად ამოურიეთ.

  • ცალკე თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, მანანის ბურღული, შაქარი და გამაფხვიერებელი. კარგად აურიეთ, გაყავით სამ თანაბარ ნაწილად.

  • საცხობ ფორმაში (24-26 სმ დიამეტრის) ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი ძირსა და გვერდებზე, გაანაწილეთ მშრალი ინგრედიენტების მესამედი, მასზე გაანაწილეთ გახეხილი ვაშლის ნახევარი, მოაყარეთ მშრალი ინგრედიენტების მეორე მესამედი, შემდეგ გაანაწილეთ დარჩენილი გახეხილი ვაშლი, ბოლოს კი მოაყარეთ მშრალი ინგრედიენტების დარჩენილი ნაწილი. თითოეული ფენა კარგად გადაანაწილეთ მთელ ზედაპირზე.

  • ცალკე ათქვიფეთ 1 კვერცხი, გამდნარი კარაქი და 300 მლ თბილი რძე. მიღებული მასა მოასხით მომზადებულ ნამცხვარს, კოვზის დახმარებით შეეცადეთ სითხე ნამცხვრის სიღრმერში ჩაიყვანო, ფორმა შედგით გამოსაცხობად 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში და აცხვეთ 45-50 წუთი.

  • გამომცხვარი ნამცხვარი გააციეთ ფორმაში.

  • სურვილის შემთხვევაში მოაყარეთ შაქრის პუდრა.

    გემრიელად მიირთვით!