სანელებლებისა და არომარტული მწვანილების N1 ბრენდი საბერძნეთში!

 

იოტისის ოჯახს 80 წლიანი გამოცდილება აქვს სანელებლების, არომატული მწვანილებისა და ბუნებრივი მიქსების იმპორტისა და წარმოების სფეროში.

კომპანია 1973 წლიდან CAPTAIN’S - ის ბრენდით აწარმოებს პროდუქციას და მთელი ამ წლების განმავლობაში უზრუნველყოფს:

  • მომხმარებლთა საჭიროებების დაკმაყოფილებას უნიკალური და ინოვაციური პროდუქციით

  • ინვესტირებას ტექნოლოგიებისა და კვლევების სფეროში

  • პროდუქციის საუკეთესო ხარისხს

 CAPTAIN’S - ის პროდუქცია სრულიად აკმაყოფილებს სანელებლების ამერიკული სავაჭრო ორგანიზაციის (ASTA) - ს კრიტერიუმებს, რომელიც აკონტროლებს მსოფლიოს მასშტაბით წარმოებული ნედლეულის ხარისხს.

საწარმო მდებარეობს ქ. ათენში, კერძო მფობელობაში არსებულ  3.000 კვ. მეტრის ტერიტორიაზე და აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, ხოლო წარმოების მოცულობა ამჟამად ყველაზე დიდია ბალკანეთში.

CAPTAIN’S - ის პროდუქცია მოიცავს საბერძნეთის, კვიპროსის, ბულგარეთის, უნგრეთის, ბირმას, სერბეთის, რუმინეთის, საქართველოს, ხორვატიის, პოლონეთის, დანიის, გერმანიის, შვეიცარიის, ავსტრალიისა და კანადის ბაზრებს.

  • Grey Facebook Icon

დააგემოვნე საბერძნეთი!

 

1955 წლიდან დღემდე AGRINO ქმნის და სთავაზობს მომხმარებელს  საბერძნეთის ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნეებულ მრავალფეროვან  არჩევანს, მათი ყოლელდღიური კერძების მოსამზადებლად.

1969 წელს დაიწყო ბრინჯის წარმოება და გაყიდვა  AGRINO - ს ბრენდით. ბრინჯის განსაკუთრებულ სახეობებს მალევე შეემატა სხვადასხვა მარცვლეული.

ხარისხი ყოველთვის ითვლებოდა AGRINO - ს ფუნდამენტურ ღირებულებად და დღესდღეობით პროდუქციას უკავია N1 პოზიცია საბერძნეთის სამომხმარებლო ბაზარზე.

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon

ხარისხი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ!

 

MEGA Disposables S.A. დაარსდა 1980 წელს და დღეს დღეობით ერთი - ერთი უმსხვილესი მწარმოებელია ევროპაში ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენური პროდუქციის სფეროში.

კომპანია ფლობს პირადი ჰიგიენის პროდუქციის სრული სპექტრის რამოდენიმე ბრენდს, რომელიც აერთიანებს უმაღლესი ხარისხისა და კანის ინდივიდუალური თვისებების მიხედვით შექმნილ პროდუქტს.

 კომპანიის პრიორიტეტებია:

  • თანამედროვე ტექნოლოგია

  • პროდუქტის უნიკალური დიზაინი

  • ნოვატორული წარმოების პროცესი

  • უწყვეტი ინვესტიცია

  • სამომხმარებლო კვლევებზე დაფუძნებული მარკეტინგული მხარდაჭერა.

კვლევისა და განვითარების ინვესტირება უწვეტი პროცესია კომპანია MEGA - ში.

კომპანია რეგულარულად მიყვება მომხმარებელთა საჭიროებების ტენდენციებს და მუდმივად ახორციელებს ინვესტირებას თანამედროვე ტექნოლოგიებში.

კომპანიაში დასაქმებულია 480 თანამშრომელი და ფლობს 63.000 კვ. მეტრის კერძო საკუთრებაში არსებულ შენობა - ნაგებობებს.

კომპანია MEGA - ს მისი კარგად ცნობილი ბრენდებით, საბერძნეთის ბაზრის უდიდესი წილი უკავია.

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon

88 წლის გემრიელი ტრადიცია!

JOTIS - ი 88 წლის ტრადიციის მქონე კომპანიაა ჯანსაღი ინგრედიენტებით შექმნილი ტრადიციული საკვების წარმოებაში.

JOTIS დღესდღეობით აწარმოებს და ამარაგებს საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებს 100 სხვადასხვა სახის პროდუქტით.

ევროპაში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი

კომპანიის ორი საწარმო მდებარეობს ქ. ათენში,  30,000 კვ.მ. ტერიტორიაზე.

მომხმარებლის სიყვარული და ნდობა JOTIS - ის კომპანიის პროდუქციის მიმართ წარმოადგენს კომპანიის მოტივს მუდმივი განვითარებისათვის საბერძნეთსა და საზღვარგარეთ.

1995 წლიდან კომპანიის ყველა მონაცემი ინახება და მუშავდება ხარისხის კონტროლის მონაცემთა სპეციალურ ბაზაში და იყენებს HACCP ტექნოლოგიას პროდუქციის სრული მონიტორინგისა და  ხარისხის უზრუნველყოფის დასაცავად.

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon

N1 მარილის ინდუსტრია საბერძნეთში!

 

კომპანია KALAS -  ს  90 წლიანი ისტორია აქვს და წარმოადგენს N1 ბრენდს საბერძნეთში მარილის წარმოების  სფეროში.

1963 წელს გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო  ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, კომპანიამ დაიწყო იოდიზირებული მარილის წარმოება, რითაც დიდი წვლილი შეიტანა ქვეყანაში იოდის უკმარისობის პრევენციაში.

კომპანიის მფლობელობაში ორი საწარო, ოთხი სასაწყობე სივრცე და სადისტრიბუციო ცენტრია.

კომპანიის ყველა დანადგარი სერტიფიცირებულია ხარისხის უზრუნველყოფის სისტემით ISO 22000

  • Grey Facebook Icon

100 წლით უსწრებს დროს!

 

100 წლის წინ, კიკნოსის პირველი ნაწარმი გამოჩნდა ბერძნულ ოჯახებში

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ამ წლების განმავლობაში, უცვლელი რჩება მომხმარებელთა სიყვარული და ნდობა ΚYKNOS - ის მიმართ.

მაღალი ხარისხის პროდუქცია, ადამიანებზე ზრუნვა, ეთიკური ბიზნესის პრაქტიკა და გამჭვირვალობა, არის ის პრინციპები, რომლის ერთგულნიც დღემდე რჩებიან კომპანიის დამფუძნებლები.

ნარჩევი მოსავალი, წარმოების ყველა ეტაპზე მუდმივი კონტროლი და თანამედროვე მართვის სისტემები - სწორედ ეს გამოარჩევს კიკნოსს სხვა კომპანიებისაგან.

KYKNOS გამორჩეულია მსოფლიოს წამყვან კომპანიებს შორის და წარმოდგენილია მსოფლიოს 15 ქვეყანაში.

100 წლის კომპანია, რომელიც წიმ უსწრებს დროს.

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon

ფასისა და ხარისის საუკეთესო შერწყმა!

 

კომპანია REVAN - ი დაარსდა 1970 წელს და მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო პროდუქციის წარმოება, როგორიცაა ალუმინის ფოლგა, საკვების შესაფუთი ცელოფანი, საცხობი ქაღალდი და კონტეინერები. სწორედ ამიტომ REVAN S.A მისი დაარსების დღიდან იკვლევს ყველა სამომხმარებლო ქცევას იმისათვის, რომ აწარმოოს უფრო ეფექტური და მარტივად მოხმარებადი პროდუქცია. მრავალწლიანი მუშაობის რეზულტადი კი ფასისა და ხარისხის საუკეთესო შერწყმა, მრავალფეროვანი ასორტიმენტი და მომხმარებელზე მორგებული პროდუქციაა.

კომპანია REVAN ერთ - ერთი ლიდერი კომპანიაა საბერძნეთში საყოფაცხოვრებო პროდუქციის წარმოების სფეროში. ხარისხიანი პროდუქციითა და სამომხმარებლო მოთხოვნილებების გათვალისწინებით აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და საყვარელი ბრენდი საბერძნეთის ბაზარზე.

REVAN - ის პროდუქცია მოიცავს, როგორც საბერძნეთის, ისე ბალკანეთის ქვეყნებისა და საქართველოს სამომხმარებლო ბაზარს.

  • Grey Facebook Icon

უცვლელი ხარისხი!

 

ქართულ ევროპული მაკარონის ინდუსტრია, რომელიც კალოს ბრენდით აწარმოებს უმაღლესი ხარისხის შაქრისა და ბურღულეულის მრავალფეროვან ასორტიმენტს, დაარსდა 2003 წელს და მდებარეობს ქ. თბილისში.

საწარმოს შენობა - ნაგებობები აღჭურბილი უახლესი ტექნოლოგიური დანადგარებით, რომლებსაც ექსპლუატაციას პროფესიონალთა გუნდი უწევს.

კომპანიის მიერ იმპორტირებული ნედლეული წარმოების ყველა ეტაპზე ექვემდებარება ხარისხის კონტროლის უმაღლეს სტანდარტებს, ხოლო მარკეტინგი და მეთოდოლოგია არის მისი წარმატების გარანტი.

კომპანიის მთავარი მიზანია გახდეს უმსხვილესი მწარმოებელი და მოწინავე ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე.

  • Grey Facebook Icon

როცა შედეგი მოლოდინს აჭარბებს!

ლა ფამილიას უკვე 3  წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მისი დაარსების დღიდან ბევრი დადებითი შეფასება მიიღო.

ლა ფამილიას ფქვილი იწარმოება ბოლო მოდელის BUHLER - ის წისქვილით, რომლის ანალოგიც ამიერკავკასიაში არ არსებობს.

ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი აპარატურით და უზრუნველყოფს მიღებული ფქვილის ყოველი პარტიის  ყოველდღიურ ანალიზს სამ საათში ერთხელ და რა თქმა უნდა ხორბლის ყველა მაჩვენებლის შემოწმებას.

ლა ფამილიას მწარმოებელი კომპანია ჯეომილი ერთადერთი წისქვილკომბინატია საქართველოში, რომელმაც  მოიპოვა ISO სერტიფიკატი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსს იმას, რომ წარმოების ყველა ეტაპზე ექვემდებარება ხარისხის მკაცრ კონტროლს და აკმაყოფილებს უმაღლესი დონის ევროპულ სტანდარტებს.

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon

კომპანია CENTRAL CORE LTD ოპერირებს საბერძნეთში და მის მთავარ მისიას წარმოადგენს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოება და ექსპორტი.

კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია გავრცელებულია 7 ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე და მისი საერთო გაყიდვების ოდენობა შეადგენს 48,000,000 €.

მის მიერ წარმოებული ბრენდია OILIVIA უმაღლესი ხარისხის ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჯანსღი ცხვორების წესი და პროდუქციის ხარისხი.

ჯანმრთელობისათვის სასარგებლო თვისებები, რომელიც ზეითუნის ზეთს გააჩნია, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს, რაც განაპირობებ სზეითუნის ზეთის გაყიდვების ყოველწლიურ მატებას.

CENTRAL CORE LTD - ს  მიზანია გააცნოს მომხმარებელს მაღალხარისხიანი ზეითუნის ზეთი, რომელიც გამოირჩევა უნიკალური გემოთი და არომატით, ამასთან შეიცავს ჯანრთელობისათვის სასარგებლო უამრავ თვისებას.

საბერძნეთი აწარმოებს მსოფლიო მასშტაბით უმაღლესი ხარისხის ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთს და სწორედ ერთ-ერთი მათგანი არის OILIVIA EXTRA VIRGIN.

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon

როდესაც ტრადიცია გარდაიქმნება გემოთ!

კომპანია CENTRAL CORE LTD ოპერირებს საბერძნეთში და მის მთავარ მისიას წარმოადგენს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოება და ექსპორტი.

კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია გავრცელებულია 7 ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე და მისი საერთო გაყიდვების ოდენობა შეადგენს 48,000,000 €.

CENTRAL CORE LTD - ის მიერ წარმოებული ბრენდია DANUBE დანუბი  - უმაღლესი ხარისხის სეზამის ხალვა, რომელ დაზადებულია საბერძნეთში, ძველ ბერძნულ რეცეპტზე დაყრდნობით და აერთიანებს ხალვის მომზადების ტრადიციულ მეთოდსა და ნატურალურ ინგრედიენტებს.

DANUBE - ის სეზამის ხალვა სრულიად განსხვავდება სხვა ნებისმიერი სახის ხალვისგან და გამოირჩევა უნიკალური გემოთი.

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon